ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„ეს ჩვენი სტილია“ - ფლიკი ბარსელონას დაცვის მაღალ ხაზზე

ჰანსი ფლიკი განმარტავს, რატომ თამაშობს „ბარსელონა“ დაცვის მაღალი ხაზით.

კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მიმდინარე სეზონში გუნდის არასტაბილურობის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„როდესაც ვაგებთ და სამ გოლს ვუშვებთ, ადვილია თქვა, რომ ეს ცუდი თამაში იყო ან ეს არ იყო ის „ბარსა“, რომლის ხილვაც გვინდოდა. საბოლოო ჯამში, ზოგიერთი ადამიანი ვერ ხვდება, რატომ გვჭირდება დაცვის ასეთი მაღალი ხაზით თამაში. ეს ჩვენი სტილია და საქმე მხოლოდ მცველებში არ არის. პრესინგი იწყება თავდამსხმელებითა და ნახევარმცველებით. ეს არის ის, რაც მჭირდება მოთამაშეებისგან. თითქოს დაცვას ადანაშაულებენ, მაგრამ ეს უსამართლოა. თუ ჩვენ ყველანი არ ვიქნებით ეფექტიანები პრესინგში, პრობლემები შეგვექმნება, მინდა ეს ნათლად ვთქვა.  მოთამაშეები ძალიან კონცენტრირებულები არიან და მაღალი სათამაშო ხარისხი აქვთ. პედრი, რაფინია და რაშფორდი კიდევ დიდ წვლილს შეიტანენ“, – თქვა ფლიკმა.

ამჟამად ბარსელონა ლა ლიგაში 31 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს“ - ფრანგული მედიის შეფასება
„ქართველი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს“ - ფრანგული მედიის შეფასება