Aa
Aa

ზაზა კვლავ სასტარტოშია, ლიდერების გარეშე „გოლდენ სტეიტი“ ტეხასში დამარცხდა

სტეფ კარის, კევინ დურანტის და კლეი ტომპსონის გარეშე დარჩენილი „გოლდენ სტეიტი“ სტუმრად „სან ანტონიოს“ ესტუმრა და უშანსოდ, 14 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

მატჩი „სპურსის“ უპირატესობით დაიწყო და საბოლოოდ ტეხასელების იოლი გამარჯვებით 89-75 დასრულდა. „სან ანტონიოსთან“ დაპირისპირებაში მეორე მეოთხედის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ტრამვის გამო პარკეტის დატოვება მოუწია „უორიორსის“ ლიდერს -დრეიმონდ გრინს. ჯერჯერობით უცნობია რამდენს გამოტოვებს „მეომრების“ მძიმე ფორვარდი, მაგრამ პირველადი ინფორმაციით დრეიმონდის ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა და „მეომრების“ ვარსკლავი გუნდს მალე დაუბრუნდება.

14 წუთი გაატარა მოედანზე ზაზა ფაჩულიამ, ქართველმა ცენტრმა ამ დროში 6 ქულას და 3 მოხსნას მოუყარა თავი. ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

ტეხასელებს ლამარკუს ოლდრიჯმა ულიდერა 33 ქულითა და 12 მოხსნით. სათადარიგო სკამიდან 9 ქულა შესძინა გუნდს რუდი გეიმ. 11 ქულა ჩაიწერა აქტივში დენი გრინმა.

ლიდერების არყოფნაში „მეომრებს“ რიგებში ქუინ კუკი გამოირჩა, 24 წლის უკანახაზელმა შეხვედრა 20 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა. ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა კევინ ლუნის - 12 ქულა, 8 მოხსნა. 10 ქულა შესძინა გუნდს ანდრე იგუდალამ.

„სან ანტონიომ“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო, 41 მოგება დააგროვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეის“, მოქმედი ჩემპიონები მეორე ადგილზე იმყოფებიან და დიდი ალბათობით სეზონს ამავე პოზიციაზე დაასრულებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები