Aa
Aa

ფაჩულიამ კვლავ ძირითადიდან დაიწყო - "გოლდენ სტეიტი" ლიდერების გარეშე დამარცხდა

გამთენიისას "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" NBA-ს მორიგი ტურის მატჩი გამართა.

ოკლენდელებმა "საკრამენტოს" უმასპინძლეს და 93:98 დამარცხდნენ.

კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო ზაზა ფაჩულია, რომელმაც პარკეტზე 17:05 წუთი გაატარა და 4 ქულა, 7 მოხსნა, 1 გადაცემა მოაგროვა.

სტივ კერის გუნდი ლიდერების გარეშე თამაშობდა. სტეფ კარის, კევინ დურანტსა და კლეი ტომპსონსს ტრავმები აქვთ.

ოკლენდელებს ლიდერების გარეშე ძალიან უჭირდათ. სტივ კერის გუნდს ქუინ კუკმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.

"გოლდენ სტეიტის" მხრიდან ორმაგი დუბლი შეასრულა დრეიმონდ გრინმა - 14 ქულა, 10 მოხსნა და 7 გადაცემა.

"საკრამენტოს" შემადგენლობაში საუკეთესო 22 ქულით ბადი ჰილდი იყო.

რაც შეეხებათ ტრავმირებულ ლიდერებს, კარისა და ტომპსონის დაბრუნებას უახლოეს შეხვედრებში ელოდებიან, ხოლო კევინ დურანტს დაახლოებით 2 კვირა გაუცდება.

ამ შეხვედრის შემდეგ "უორიორსი" 52 მოგებითა და 17 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მეორე პოზიციაზეა.

"გოლდენ სტეიტი" მორიგ შეხვედრას 18 მარტს სტუმრად "ფინიქსთან" გამართავს.

 

ტურის სხვა შეხვედრების შედეგები:

ორლანდო - ბოსტონი 83:92

ფილადელფია - ბრუკლინი 120:116

ტორონტო - დალასი 122:115

ოკლაჰომა - კლიპერსი 121:113

ლეიკერსი - მაიამი 91:92

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები