Aa
Aa

"ბოლოს ის მარკო სპორტიელომ ნახა" - რას ამბობენ ასტორის გარდაცვალებაზე?..

იტალიურმა პრესამ, დავიდე ასტორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შემდეგი განცხადებები გაავრცელა.

"იების" 31 წლის კაპიტანი, დღეს დილით, სასტუმროს ნომერში, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.

"09:30 საათზე, დილის საუზმეზე, იგი არ გამოცხადდა, არადა ჩვეულებრივ, ერთ-ერთი პირველი მოდიოდა ხოლმე. ბიჭებმა მისი შემოწმება გადაწყვიტეს. 

დავიდეს ნომერში, საკუთარ საწოლში ეძინა. უნდა ვთქვა, რომ ზოგ ფეხბურთელს 1 კაციანი ნომერი აქვს, ზოგი კი ნომრებში წყვილად შედის. 

ბოლოს იგი მარკო სპორტიელომ ნახა. ისინი ღამით ვიდეო თამაშით ერთობოდნენ. სპორტიელომ პოლიციას ჩვენება უკვე მისცა". - ეს "ფიორენტინას" ერთ-ერთი წარმომადგენლის კომენტარია.

"ჩვენი აზრით, გარდაცვალება ბუნებრივი გზით მოხდა და გულის შეტევას უკავშირდება. თუმცა უცნაურია, რატომ დაემართა ასეთი რამ პროფესიონალს, რომელიც შემოწმებას ინტენსიურად გადიოდა". - აქვეყნებს უდინელი პროკურორის  - ანტონიო დე ნიკოლოს სიტყვებს აპენინური პრესა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები