ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ფიფამ" VAR-თან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო!

რამდენიმე წუთის წინ ციურიხში "ფიფას" სპეციალური სხომა დასრულდა, რომელზეც ვიდეო რეფერის სისტემის მომავალ მუნდიალზე გამოყენებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ფეხბურთის მმართველის ორგანომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში რუსეთში გასამართ მუნდიალზე VAR-ს გამოიყენებენ.

ჯანი ინფანტინოს განცხადებით, დამხმარე ვიდეო რეფერის სისტემა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.

"ფიფამ" VAR-ი გასულ ზაფხულს ჩატარებულ კონფედერაციის თასზე გატესტა და მასთან დაკავშირებით უარყოფითი არაფერი თქმულა.

კიდევ ერთი ინოვაცია, რომელიც შესაძლოა, რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისას დაინერგოს, ექიმებისათვის სპეციალური ვიდეო გამეორებაა.

უფრო კონკრეტულად - ფეხბურთელის დაშავებისას, იზოლირებულ ოთახში მჯდომ ადამიანს მიაწვდიან კადრებს, რომელიც ეპიზოდს გაარჩევს და ექიმებს რჩევას მისცემს, რამდენად სერიოზული და სახიფათოა დაზიანება.

ამჟამად ვიდეო რეფერის სამსაჯო სისტემა იტალიის სერია A-ში, გერმანიის ბუნდესლიგაში, პორტუგალიის პრიმეირა ლიგასა და ინგლისის ლიგის თასზე გამოიყენება. გარკვეული და გამოცხადებულია ისიც, რომ აღნიშნული სისტემა მომავალი სეზონიდან ესპანეთის ჩემპიონატშიც დაინერგება. ფრანგულ ლიგა 1-ში ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი უთქვამთ, თუმცა როგორც პრესაში იწერება, VAR-ს საფრანგეთშიც "მწვანე შუქი" აქვს ანთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები