ოფიციალურად: ნეიმარი
Aa
Aa

ოფიციალურად: ნეიმარი "რეალთან" ვერ ითამაშებს

საფრანგეთის ჩემპიონატში "მარსელთან" მატჩის დროს, როცა ანგარიში 3-0 იყო ნეიმარმა კოჭი გადაიბრუნა და მოედანი საკაცით დატოვა.

ამ დღეებში უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ითამაშებდა, თუ არა ის "რეალის" წინააღმდეგ და დასჭირდებოდა, თუ არა მას ოპერაცია.

დღეს, "პსჟ"-მ ოფიციალური განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ ნეიმარს ოპერაცია სჭირდება.

"ბოლო სამი დღის განმავლობაში ნეიმარს სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. ის მკაცრი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. კლუბისა და ბრაზილიის ნაკრების მედშტაბთა საერთო მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელს ოპერაციის ჩატარება სჭირდება".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება თავად ნეიმართანაც იქნა შეთანხმებული.

უკვე ოფიციალურად დაიდო დასკვნა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ახლა დასადგენი ის გახლავთ, თუ როდის დაუბრუნდება ნეიმარი მწვანე მოედანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები