ვიდეო გამეორების სისტემა ექიმებისთვის - მუნდიალზე კიდევ ერთი ინოვაცია დაინერგება?..
Aa
Aa

ვიდეო გამეორების სისტემა ექიმებისთვის - მუნდიალზე კიდევ ერთი ინოვაცია დაინერგება?..

3 მარტს "ფიფას" სხდომაა, რომლის შემდეგაც ოფიციალურად გამოცხადდება, გამოიყენებენ თუ არა მომავალ მუნდიალზე მსაჯებისათვის ვიდეო რეფერის სისტემას.

კულუარებში გავრცელებული ცნობებით, დიდი ალბათობით, VAR-ს მწვანე შუქს აუნთებენ.

კიდევ ერთი ინოვაცია, რომელიც შესაძლოა, რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისას დაინერგოს, ექიმებისათვის სპეციალური ვიდეო გამეორებაა.

უფრო კონკრეტულად - ფეხბურთელის დაშავებისას, იზოლირებულ ოთახში მჯდომ ადამიანს მიაწვდიან კადრებს, რომელიც ეპიზოდს გაარჩევს და ექიმებს რჩევას მისცემს, რამდენად სერიოზული და სახიფათოა დაზიანება.

წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვიდეო გამეორება, როცა ფეხბურთელი მატჩის მიმდინარეობისას ტვინის შერყევას ან რაიმე მსგავს დაზიანებას იღებს, ხოლო სტადიონზე გამოსული ექიმები ამას ვერ აანალიზებენ, რადგან ერთი შეხედვით ყველაფრის სწორად შემჩნევა და განსაზღვრა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ურთულესი საქმეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები