AS: ნეიმარმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო!
Aa
Aa

AS: ნეიმარმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო!

მადრიდული გამოცემა AS-ი, ნეიმარის ტრავმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

წყარო, ფეხბურთელის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ნეიმარმა დაშავებულ მე-5 მეტატარსალზე (ტერფის ქვეშ არსებული ძვალი) ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

ოპერაციის მიზანია, ძვალთან მცირე ზომის მეტალის ჩასმა, რომელიც მეტატარსალის ძვლებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს ამ გზით, ტრავმის სრულად მოშუშება და მსოფლიო ჩემპიონატისათვის ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა სურს.

ეს კი ნიშნავს, რომ ნეიმარი მოედანზე გასვლას დაახლოებით 2 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისს იწყება, ხოლო ბრაზილიის ნაკრები პირველ თამაშს 17 ივნისს შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები