Aa
Aa

შენგელიას ორმაგი და შერმადინის გამარჯვება „ევროლიგაზე“

„ევროლიგის“ რიგით 23-ე ტურში „ბასკონია“ სტუმრად ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს - „მოსკოვის ცსკა“-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 7 ქულიანი სხვაობით, 93 - 86  დამარცხდა. მოსკოველებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედში მოახერხეს ბასკთა წინააღმდეგობის გატეხვა და აღნიშნული პერიოდი 22-15 მოიგეს.

ტრადიციულად გამორჩეული მატჩი ჩაატარა ქართველმა მძიმე ფორვარდმა, შენგელიამ მოედანზე 28 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლთან ერთად - 12 ქულა, 10 მოხსნა, 4 გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

თოკომ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო მოათავსა კალათში, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

მოსკოველებს ვილ კლაიბერნმა ულიდერა 19 ქულით, 17 ქულა ჩაიწერა აქტივში ესპანელმა ლეგენდამ სერხიო როდრიგესმა.

„ბასკონია“ 10 მოგებითა და 13 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გიორგი შერმადინის „უნიკახამ“, რომელმაც უშუალო კონკურენტი „მაკაბი“ 14 ქულიანი სხვაობით, 83 - 69 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 12 წუთი გაატარა და 6 ქულას, 2 გადაცემას, 5 მოხსნას და 1 ბლოკს მოუყარა თავი. გიომ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.

ამ გამარჯვების შემდეგ „უნიკახამ“ 10 მოგება მოაგროვა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები