ხარაიშვილი
Aa
Aa

ხარაიშვილი "გიოტებორგში" ითამაშებს

გავრცელებული ცნობებით, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" კაპიტანი - გიორგი ხარაიშვილი, კარიერას შვედეთის 18 გზის ჩემპიონ "გიოტებორგში" გააგრძელებს.

ხარაიშვილი, შვედეთში ხვალ გაემგზავრება და კლუბთან 1+2.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

21 წლის ქართველი შემტევის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენდა, თუმცა "გიოტებორგის" ვარიანტი ყველაზე რეალური აღმოჩნდა და მოლაპარაკებები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

"გიოტებორგი" თავისი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია და ეროვნული ჩემპიონატი, "მალმიოს" (20) შემდეგ, ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ბოლოს გუნდმა ჩემპიონობა 2007 წელს მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები