Aa
Aa

"ჩელსი" "დორტმუნდს" ბაჩუაის სანაცვლოდ მათი ტალანტის დათმობას სთხოვს

ლონდონის "ჩელსი" მიჩი ბაჩუაის გამოყენებით ზაფხულში შეეცდება, რომ "დორტმუნდიდან" ფეხბურთელი გადმოიბიროს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, რახან ბაჩუაი "დორტმუნდში" იჯარის წესით იმყოფება და გერმანულ კლუბსაც მისი გამოსყიდვა სურს, ამ ფაქტის გათვალისწინებით "ჩელსი" მოლაპარაკებებში კრისტიან პულიშიჩის ჩართვას ითხოვს.

19 წლის ამერიკელი გარემარბის გადაბირებით "რეალი" და "ლივერპულიც" ინტერესდებიან, მაგრამ როგორც ხედავთ "არისტოკრატებს" ხელში მნიშვნელოვანი კოზირი უჭირავთ.

შეგახსენებთ, რომ პულიშიჩი "დორტმუნდის" სკოლის აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 83 შეხვედრაში 11 გოლი და 16 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები