ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "მილანს" "პუმა" შემოსავს!

იტალიურმა "მილანმა" და გერმანულმა კომპანია "პუმამ" თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს. 

მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან "როსონერის" ეკიპირებაზე "პუმას" ლოგო გამოისახება, ხოლო იქამდე გუნდი კვლავ "ადიდასის" რეკლამას გააკეთებს.

როგორც ირკვევა, მილანელები და "პუმა" მომდევნო 10 წლის მანძილზე ითანამშრომლებენ. "შავ-წითლები" ლონდონის "არსენალსა" და "დორტმუნდს" შეუერთდებიან, რომელთა ტექნიკური სპონსორიც ასევე "პუმაა".

შეგახსენებთ, რომ 20 წლიანი პარტნიორობის შემდეგ, "მილანთან" კონტრაქტის გაწყვეტა "ადიდასმა" თავად გადაწყვიტა, რაც გუნდის ბოლოდროინდელი ცუდი შედეგებითა და პოპულარობის მკვეთრი ვარდნით აიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები