ჟოზე
Aa
Aa

ჟოზე "იუნაიტედში" 2021 წლამდე?

ბრიტანული Skysports-ის თქმით, ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

პორტუგალიელი სპეციალისტის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2019 წლის ზაფხულში გასდის, მოლაპარაკებები კი მის 2021 წლის ივნისამდე გახანგრძლივებაზე მიმდინარეობს.

როგორც Skysports-ი წერს, „იუნაიტედის“ წარმომადგენლები და მოურინიოს აგენტი ჟორჟე მენდეში, აღნიშნულ საკითხს ოქტომბრიდან მოყოლებული განიხილავენ და მეთოდურად საბოლოო შეთანხმებისკენ მიიწევენ.

ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2016 წლის ზაფხულიდან მუშაობს.

მისი წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები