Aa
Aa

"ლივერპულმა" "სიტის" 30 მატჩიანი სერია შეწყვიტა, თავად კი ზედიზედ...

ინგლისის პრემიერ ლიგის 23-ე ტურის მთავარი მატჩი „ენფილდზე“ ჩატარდა, სადაც „ლივერპულმა“ ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ „სიტის“ უმასპინძლა და 4:3 დაამარცხა.

მერსისაიდელთაგან გოლები ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, ფირმინომ, მანემ და სალაჰმა გაიტანეს, ხოლო მანჩესტერელთა მხრიდან თავი სანემ, ბერნარდო სილვამ და გიუნდოგანმა გამოიჩინეს.

აღსანიშნავია, რომ პეპ გუარდიოლას „სიტიმ“ პრემიერ ლიგაში 17 აპრილის შემდეგ პირველად წააგო - „ქალაქელები“ მაშინ „ჩელსისთან“ დამარცხდნენ, ამ თამაშამდე კი 30 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ.

„სიტის“ ამ შედეგის გაუმჯობესებას „ლივერპული“ უმიზნებს, რომელმაც გუშინ ჩემპიონატში ზედიზედ მე-14 დაუმარცხებელი შეხვედრა ჩაატარა. ყველა ტურნირის გათვალისწინებით კი 18 თამაშია არ აგებს.

იურგენ კლოპის ბიჭების ბოლო მარცხი 22 ოქტომბრით თარიღდება, როცა მათ „უემბლიზე“ „ტოტენჰემთან“ 1:4 დათმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები