Aa
Aa

"რეალს" ბენზემას შემდეგ "რამოსიც" გამოაკლდა - კაპიტანი "პსჟ"-სთანაც არ იქნება?!

მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი ტრავმირებულია და ის კვირას "სელტას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ესპანელ უკანახაზელს მარჯვენა ფეხის წვივზე დაზიანება აქვს და მას სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება, რომელსაც მინიმუმ 2 კვირა დასჭირდება.

მოგეხსენებათ, რომ 5 კვირაში "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან უმნიშვნელოვანესი დაპირსპირება ელოდება.

მედშტაბის ვარაუდით, თუ რამოსი დროულად ვერ მომჯობინდა და მისი აღდგენითი პროცესი გაიწელა, ის დაახლოებით 8 კვირა გაგრძელდება, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მადრიდელებს პარიზელებთან შეხვედრაში კაპიტანი ვერ დაეხმარებათ.

საბოლოო დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი და სერხიო რამოსის ლაზარეთში ყოფნის ვადაც დაზუსტდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები