სილვა:
Aa
Aa

სილვა: "ჩემი შვილი ექიმების დახმარებით ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვის"

ბოლო ორი კვირის განმავლობაში დავიდ სილვას ჯანმრთელობის შესახებ გავრცელდა ჭორი, რომლის თანახმადაც ესპანელ შემტევს სიმსივნე ჰქონდა და პეპ გვარდიოლამ ის გუნდიდან დაითხოვა.

საბოლოოდ ყველაფერი ჭორი გამოდგა და დღეს სილვამ twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავისი პრობლემის შესახებ სიმართლე დაწერა.

"მინდა, რომ ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, იმ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის, რომელსაც ამ დღეებში თქვენგან ვგრძნობდი. მთელს გუნდსა და ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი, რომ ჩემს მდგომარეობაში შევიდნენ. ჩემი შვილი მატეო ნაადრევად დაიბადა და ის ექიმების დახმარებით ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვის".

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ სილვას არყოფნის მიზეზად ოჯახური პრობლემები დაასახელა და მედიამ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჭორების გავრცელება იმის შესახებ, რომ თითქოს 31 წლის ესპანელს სიმსივნე ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები