Aa
Aa

"სწორედ ახლა დედაშენთან სექსი მაქვს" - სტურაროს პასუხი "ნაპოლის" 12 წლის ფანს

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი - სტეფანო სტურარო, სკანდალში გაეხვა.

"ნაპოლისა" და "იუვენტუსის" მატჩის შემდეგ, სტურარომ გამარჯვების აღმნიშვნელი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელზეც ნეაპოლიტანელთა 12 წლის ფანმა შემდეგი კომენტარი დაწერა - "იუვენტუსი" ნეხვია".

ამ რეპლიკაზე სტურარო გაბრაზდა და ბავშვს ასეთი ტექსტით უპასუხა:

"წადი ითამაშე და ტვინს ნუ მიტ***ავ. რომ იცოდე, ახლა სწორედ დედაშენთან ვარ და მასთან სექსი მაქვს".

რამდენიმე დღის შემდეგ, სტურარომ, ბოდიში, საჯაროდ მოიხადა.

"ფეხბურთელებს ხშირად გვაყენებენ შეურაცხყოფას, რაც ჩვენ რეაგირების გარეშე უნდა დავტოვოთ.

თუმცა ხანდახან არის მომენტი, როცა საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებ და ინსტინქტებით მოქმედებ.

მინდა ბოდიში მოვუხადო მას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი წაიკითხა". 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები