Aa
Aa

"ახალ კონტრაქტზე არაფერი უთქვამთ" - რობენი "ბაიერნიდან" მიდის?

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა გარემარბმა არიენ რობენმა თავის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა და საკმაოდ ბუნდოვანი კომენტარიც გააკეთა.

"კლუბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები არ მქონია, რადგან ჩემთან არავინ მოსულა და ახალ კონტრაქტზე არაფერი უთქვამთ. მე, მშვიდად ველი მოვლენების განვითარებას. "ბაიერნში" ჩემი დარჩენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და მათგან ერთ-ერთი მთავარ როლი მწვრთნელის ფაქტორია. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ ჩაიბარებს გუნდს ახალ სეზონში".

გერმანული პრესა ვარაუდობს, რომ მომდევნო სეზონში "რეკორდმაისტერს" კვლავ იუპ ჰაინკესი უხელმძღვანელებს, ხოლო 2019-2020 წლების სეზონიდან გუნდს იოახიმ ლიოვი გაწვრთნის.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის არიენ რობენი "ბაიერნის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 274 შეხვედრაში 134 გოლი და 91 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები