პაატა გურასპაული კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტია!
Aa
Aa

პაატა გურასპაული კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტია!

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნები, ფორმალურ გარემოში ჩატარდა.

არჩევნებამდე 1 საათით ადრე, საკუთარი კანდიდატურა შიო ხეცურიანმა მოხსნა, რითაც ერთადერთ კანდიდატად პაატა გურასპაული დარჩა.

შესაბამისად, პრეზიდენტის პოსტზე, მიხეილ გაბრიჩიძეს, სწორედ გურასპაული შეცვლის, რომელმაც სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" შეკრებილ საკალათბურთო სამყაროს, პრეზიდენტის რანგში, სიტყვით პირველად მიმართა.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, სრულიად ქართულ საკალათბურთო სამყაროს. მთელი სიცხადით ვიგრძენი ის პასუხისმგებლობა, რაც დამეკისრა.

პირობას ვდებ, რომ ჩემს საკალათბურთო გზას არ გადავუხვევ და ეს ყველაფერი თქვენთან ერთად მოხდება.

ჩემს გუნდში თითოეული თქვენგანი იქნება, რომ ჩვენ უფრო შემართებით გავაკეთოთ საქმე.

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს.

რაც შეეხება გამგეობას, ჩემი მიზანი მისი გაფართოება და წევრთა რაოდენობის გაზრდაა. ასევე, მინდა ვითხოვო, 2018 წლის თებერვალში ჩაინიშნოს რიგგარეშე ყრილობა, რომლითაც წესდებაში ცვლილებები შევა და გამგეობის წევრები თავიანთ კანდიდატურებს წარმოადგენენ." - განაცხადა გურასპაულმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის, პაატა გურასპაულთან ერთად, კახა შენგელია და შიო ხეცურიანი იბრძოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები