ჯენარო გატუზო:
Aa
Aa

ჯენარო გატუზო: "ტაქტიკა შეიცვლება და ჩვენ..."

ვინჩენცო მონტელას გათავისუფლების შემდეგ, "მილანის" ახლადდანიშნულმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრესასთან თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და გუნდის ტაქტიკასაც შეეხო.

"ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო გამოწვევა გახლავთ. შევეცდები, რომ "მილანი" მაღალ დონეზე ავიყვანო. ტაქტიკა შეიცვლება და ჩვენ 3 მცველითა და 4 ნახევარმცველით ვითამაშებთ. ვფიქრობ, რომ ეს გაამართლებს. ისეთი დიდი გუნდის გაწვრთნა როგორიც "როსონერია", ჩემთვის დიდი პატივია".

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო ფილიპო ინძაგისთან და კლარენს ზეედორფთან ერთად "მილანის" მე-3 მწვრთნელი გახლავთ, რომელმაც ფეხბურთელის რანგში გუნდთან ერთად 2007 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები