2018 წლის მუნდიალის შემდეგ, საკლუბო კარიერა - რომელ კლუბს გაწვრთნის ლიოვი?
Aa
Aa

2018 წლის მუნდიალის შემდეგ, საკლუბო კარიერა - რომელ კლუბს გაწვრთნის ლიოვი?

გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს თქმით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, იოაჰიმ ლიოვი ბუნდესნაკრებს დატოვებს და საკლუბო კარიერას დაიწყებს.

თუ, Bilds-ს დავუჯერებთ, 2019 წლის სეზონიდან 57 წლის სპეციალისტი მიუნხენის "ბაიერნს" ჩაიბარებს.

"რეკორდმაისტერმა" კარლო ანჩელოტის დათხოვნის შემდეგ გუნდი იუპ ჰაინკესს ჩააბარა და როგორც აქამდე იყო ცნობილი, მისი ხელმძღვანელობით "ბაიერნი" მხოლოდ სეზონის ბოლომდე ითამაშებდა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენელთა ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ჰაინკესს კიდევ ერთი წლით დარჩენა შესთავაზოს. 2019 წელს კი გუნდს ლიოვი ჩაიბარებს.

მოვლენების ასეთი განვითარება "რეკორდმაისტერის" ქომაგებისთვის ალბათ იდეალური იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები