ვაგნერი
Aa
Aa

ვაგნერი "ბაიერნში" იანვარში გადავა?

Bild-ის ინფორმაციით, შესაძლოა, მიუნხენის „ბაიერნმა“ ზამთარში სანდრო ვაგნერი დაიმატოს.

„რეკორდმაისტერი“ „ჰოფენჰაიმის“ ლიდერთან აქტიური მოლაპარაკებების დაწყებას იანვარში გეგმავს.

29 წლის ფორვარდსა და „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებები ზაფხულში მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ ვაგნერმა „ჰოფესთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

სანდრო ვაგნერს ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6 გოლი აქვს გატანილი.

„ბაიერნი“ რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორს ეძებს და საამისოდ კიდევ ერთ კანდიდატად ბერლინის „ჰერტას“ ვეტერანი თავდამსხმელი ვედად იბიშევიჩი ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები