აგუერომ ვარჯიში განაახლა
Aa
Aa

აგუერომ ვარჯიში განაახლა

„მანჩესტერ სიტისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი სერხიო აგუერო ავტოავარიაში მიღებული ტრავმის შემდეგ, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს შეუდგა.

აგუერომ ვარჯიში ავარიიდან ზუსტად 11 დღის შემდეგ განაახლა, რასაც ექიმები ნაკლებად მოელოდნენ. ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე კარგად წარიმართა, ვიდრე ისინი წარმოიდგენდნენ.

შეგახსენებთ, რომ აგუერო ავტოავარიაში ამსტერდამში მოყვა, როცა ის ტაქსით მგზავრობდა. არგენტინელი ვარკვლავი ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი კოლუმბიელი მომღერლის კონცერტს ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ აგუეროს ამჟამინდელი მეუღლე მომღერალი კარინა ტეხედაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები