პაულინიომ ვარჯიშზე ნეიმარი დაამტვრია
Aa
Aa

პაულინიომ ვარჯიშზე ნეიმარი დაამტვრია

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის ემზადება.

"პენტაკამპეონები" ბოლივიასთან მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, "ბარსას" ახალწვეულმა პაულინიომ, ნეიმარს ფეხებში უხეშად ჩაარტყა და ტრავმა მიაყენა.

"პსჟ"-ს ათიანმა ვარჯიშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მოედანი დატოვა. პირველადი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა საბოლოო დასკვნა ჯერჯერობით ცნობილი არაა.

ამ ამაბვს, ესპანურმა პრესამ რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები დაუსვა. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ პაულინიო და ნეიმარი ახლო მეგობრები არიან და ეს დაზიანება შემთხვევითი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები