Aa
Aa

"მილანი" სანჩესის თაობაზე "არსენალს" სუპერწინადადებით მიმართავს!

"მილანი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის გაძლიერებას სერიოზულად გეგმავს.

იტალიელებმა გონივრული გეგმა შეიმუშავეს. Goal-ის ცნობით, ისინი "არსენალს" ალექსის სანჩესის სანაცვლოდ, იანვარში 85 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

როგორც ცნობილია, ჩილელ ფორვარდს კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "მეთოფეები" მის სანაცვლოდ ერთ ცენტსაც ვერ მიიღებენ. 

"არსენალისთვის" ასეთ ვითარებაში სანჩესის ზამთარში გაყიდვა საუკეთესო ვარიანტია. "მილანი" კი მათ იმდენს სთავაზობს, რამდენიც არც "პსჟ"-ს და არც "მანჩესტერ სიტის" არ შეუთავაზებიათ.

არსენ ვენგერს არ სურს, რომ თავისი ლიდერი კონკურენტ გუნდს მიჰყიდოს. პარიზელები კი ზამთარში ტრანსფერის განხორციელებას არ აპირებენ.

აქვე გეტყვით, რომ სანჩესმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი, უკვე რამდენიმეჯერ თქვა. მას, ლონდონის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები