დაუჯერებელია! რამდენს გამოიმუშავებს ნეიმარი ერთ წუთში?
Aa
Aa

დაუჯერებელია! რამდენს გამოიმუშავებს ნეიმარი ერთ წუთში?

სატრანსფერო ბაზრის რეკორდსმენი ნეიმარი, რომელიც "პსჟ"-ს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, პარიზულ გუნდში დაუჯერებლად მაღალ ხელფასს უხდიან.

Der Spiegel-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ყოველ ერთ წუთში 170 ევროს გამოიმუშავებს.

ყოველ ერთ საათში კი 4 000 ევროს. დღეში 100 000 ათასს, თვეში 3 მილიონზე მეტს, ხოლო წელიწადში 37 მილიონზე მეტს. 

ამ ყველაფრის ფონზე ისმის შეკითხვა: ნებისმიერმა ფეხბურთელმა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ნეიმარი იქნება, თუ ვინმე სხვა, ასეთი რა უნდა ითამაშოს, რომ მასზე გაცემული ამხელა ავანსი გაამართლოს?

ამ ყველაფერს მეორე მხარეც აქვს. ფეხბურთელი ყოველთვის უდიდესი წნეხის ქვეშ იქნება. როგორც კი ის სასურველ შედეგს ვერ დააფიქსირებს, პრესა იმწამსვე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები