ნოიერმა ფეხი ისევ მოიტეხა და
Aa
Aa

ნოიერმა ფეხი ისევ მოიტეხა და "ბაიერნს" დიდი ხნით ჩამოშორდა

მიუნხენის "ბაიერნის" მეკარეს მანუელ ნოიერს, იღბალი საერთოდ არ სწყალობს.

გერმანელმა ფეხბურთელმა კვლავ ფეხი მოიტეხა და გუნდს რამდენიმე თვით ჩამოშორდა.

მარცხენა ფეხის უმძიმესი ტრავმა, ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში "რეალის" წინააღმდეგ შეხვედრის დროს მიიღო.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, იგი ინტენსიურად ვარჯიშობდა და დასაბრუნებლად ემზადებოდა, თუმცა იღბალმა კვლავ უმტყუნა.

მანუელ ნოიერის ნაცვლად, "რეკორდმაისტერის" კარის დაცვა სვენ ულრიხს მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები