ბალაკი დემბელეზე:
Aa
Aa

ბალაკი დემბელეზე: "2004 წელს "ბარსელონას" მეც შევუთანხმდი... თუმცა, ამის გამო..."

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა მიხაილ ბალაკმა უსმან დემბელეს "ბარსელონაში" ტრანსფერზე საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"დემბელეს ტრანსფერი? 2004 წელს "ბარსელონას" მეც შევუთანხმდი, "ბაიერნმა" კი ჩემი გაშვება არ მოისურვა. თუმცა, ამის გამო ბუნტი არ ამიტეხავს, როგორც ეს დემბელემ გააკეთა. მსგავსი რამ აზრადაც კი არ მომსვლია. უსმანის შემთხვევა მიუღებელი და დაუშვებელია. ის "დორტმუნდთან" ვალშია და შესაფერის დამოკიდებულებას უნდა იჩენდეს". - განაცხადა მიხაილ ბალაკმა Sport-თან საუბრისას.

უსმან დემბელეს კატალონიური დებიუტი დიდი ალბათობით ხვალ, "ესპანიოლთან" ბარსელონურ დერბიში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები