ჯერარდმა იოზილი საჯაროდ გააკრიტიკა:
Aa
Aa

ჯერარდმა იოზილი საჯაროდ გააკრიტიკა: "...იგი გუნდისთვის ნამდვილი ტვირთია"

"ლივერპულის" ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა, BT Sport-ის გადაცემაში სტუმრობისას მესუთ იოზილი დაუნდობლად გააკრიტიკა.

"იოზილმა გამაკვირვა. არსენ ვენგერს ამ პრობლემაზე მუშაობა მოუწევს. როცა "არსენალი" უბურთოდაა, ისინი ფაქტიურად ათი კაცით რჩებიან", - ამბობს ჯერარდი.

"როცა ბურთი მეტოქეს აქვს, იოზილი არაფერს აკეთებს. გასვილითი მატჩების დროს, იგი გუნდისთვის ნამდვილი ტვირთია".

"მსოფლიო კლასის მოთამაშეებმა ბურთითაც და უბურთოდაც იციან თამაში. როცა ბურთი იკარგება, თანაგუნდელებს მის დაბრუნებაში უნდა დაეხმარო. აშკარაა, რომ იოზილმა ეს არ იცის". - განაცხადა ჯერარდმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები