Aa
Aa

GDS: "რომას" პრიორიტეტი უკვე კვადრადოა

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, „რომასა“ და „ლესტერს“ შორის რიად მაჰრეზის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და „ჯალოროსი“ სხვა ვარიანტზე გადაერთო.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, ამიერიდან დედაქალაქელთა მთავარი სამიზნე „იუვენტუსის“ კოლუმბიელი ვინგერი ხუან მანუელ კვადრადო იქნება.

რომაელები მზად იყვნენ, რომ „ლესტერისთვის“ მაჰრეზში 35 მილიონი ევრო გადაეხადათ, კვადრადოს კი „იუვე“ 30 მილიონ ევროდ აფასებს.

შესაბამისად, გარიგების განხორციელების ალბათობა საკმაოდ მაღალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები