Aa
Aa

სკოლარიმ პაულინიოს ტრანსფერი დაადასტურა

„გვანჯოუ ევერგრანდის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ პაულინიოს „ბარსელონაში“ ტრანსფერი დაადასტურა.

კატალონიელებს 29 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველის შეძენა 40 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

პაულინიო თავის ყოფილ თანაგუნდელებს უკვე დაემშვიდობა. გამოცემა Sport-ის ცნობით, ფეხბურთელი ბარსელონაში ოთხშაბათს ჩავა, ხოლო მისი პრეზენტაცია ხუთშაბათს შედგება.

პაულინიო „გვანჯოუს“ რიგებში 2015 წელს ინგლისური „ტოტენჰემიდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები