ბარტომეუ ნეიმარზე ნაწყენია
Aa
Aa

ბარტომეუ ნეიმარზე ნაწყენია

კატალონიური “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ ამბობს, რომ ნეიმარ ჟუნიორი მისი აზრით, ცუდად მოიქცა და “ბარსას” ფეხბურთელს ასეთი საქციელი არ შეშვენის.

დასამალი უკვე არავისთვის აღარ არის, რომ გუნდს ბრაზილიელის შენარჩუნება სურდა, მაგრამ წასვლა თავად 25 წლის შემტევმა გადაწყვიტა და “პარი სენ ჟერმენს” მიაშურა.

“ცოტა გაკვირვებული ვარ, რადგან მისი ქმედებები “ბარსელონას” ფეხბურთელისთვის არადამახასიათებელი გახლდათ. როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა სიმშვიდეს ვინარჩუნებდით, რადგან ვიცოდით, რომ საუბარი განსაკუთრებულ ფეხბურთელზე იყო, რომელიც ჩვენ საკუთრებაში გახლდათ და წასვლა რომც გადაეწყვიტა, ეს კოლოსალური საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ მოხდებოდა. ჩვენ კვლავ დიდებული შემადგენლობა გვყავს და რასაკვირველია, ამისა მიუხედავად ვეცდებით გაძლიერებას” - თქვა ბარტომეუმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები