მალდინი:
Aa
Aa

მალდინი: "არ ვიცი რა მოხდა, თუმცა"...

"მილანის" ლეგენდა პაოლო მალდინიმ ლეონარდო ბონუჩიზე ისაუბრა და მისი "როსონერიში" ტრანსფერი შეაფასა.

"ნამდვილად არ ვიცი რა მოხდა, თუმცა ეს "მილანისთვის" შესანიშნავი შენაძენია. დღესდღეობით კარგი ცენტრალური მცველის მოძებნა ურთულესია, ბონუჩი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელია.

"სკუდეტოზე" საუბარი, ვფიქრობ, ადრეა, გუნდმა "ჩემპიონთა ლიგის" ზონაში მოსახვედრად უნდა იბრძოლოს. 

"იუვე"? სატრანსფერო ფანჯარა ახლახანს გაიხსნა და რომელიმე გუნდის საქმიანობის შეფასება მართებული არ იქნება. მათ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, რომელიც წლებია ერთად მოდის, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რაც შეეხება "რომას", მას მწვრთნელი შეეცვალა და რამდენიმე ფეხბურთელიც წავიდა. მათთვის დიდი გამოწვევაა წინა სეზონის შედეგი გააუნჯობესონ, რაც რთული იქნება, თუმცა "ჯალოროსის" ჩამოწერა არ შეიძლება.

სხვა მხრივ, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე რთულია, რომელიმე გუნდი "იუვეს" გვერდით დააყენო". - განაცხადა მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული იტალიელი ამჟამად ფუნქციონერია და ჩრდილო ამერიკული ლიგის წევრ "მაიამის" თანამფლობელია. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ალესანდრო ნესტაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები