Aa
Aa

"რომა" ვილემსის შეძენასთან ახლოსაა

დიდი შანსია, რომ ჰოლანდიი ნაკრების მარცხენა მცველი იეტრო ვილემსი იტალიურ „რომაში“ გადაბარგდეს.

მას ამჟამინდელ კლუბ „პსვ“-სთან კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება და როგორც ცნობილი გახდა, ჰოლანდიურმა გრანდმა ვილემსის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

კლუბმა ვილემსს საშუალება მისცა საწვრთნელი შეკრება დაეტოვებინა და ტრანსფერის ბოლო დეტალების შეთანხმებაში თავადაც ჩართულიყო.

„რომა“ 23 წლის მცველის სანაცვლოდ 9 მილიონ ევროს იხდის და იტალიური პრესის თქმით, წესით ტრანსფერი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ „ჯალოროსიმ“ „პსვ“-დან 5.7 მილიონ ევროდ ექტორ მორენო შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები