Aa
Aa

რონალდუ ტყუპი ბიჭების მამა გახდა

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ დაადასტურა, რომ ის ტყუპი ვაჟების მამა გახდა.

გუშინ კონფედერაციის თასის ნახევარფინალში პორტუგალიამ პენალტების სერიაში ჩილესთან 3:0 დათმო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. გუნდის კაპიტანმა დაადასტურა, რომ საპატიო მიზეზის გამო, მესამე ადგილისთვის მატჩს გამოტოვებს.

„მე მთელი ყურადღება ეროვნული ნაკრებისკენ მქონდა გადატანილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები დაიბადნენ. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხეთ იმ შედეგის ჩვენება რაც გვსურდა, თუმცა დარწმუნებული ვარ პორგულალიელ ხალხს კიდევ ბევრ სიხარულს მივანიჭებთ.“

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და სანაკრებო შტაბმა ჩემი მდგომარეობა გაითვალისწინეს და მე ამას არასდროს დავივიწყებ. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჩემს შვილებს პირველად".

შეგახსენებთ, რომ რონალდუს სუროგატი დედისგან უკვე ჰყავს ერთი შვილი კრიშტიანუ რონალდუ ჯუნიორი, რომელიც გასულ თვეს 7 წლის გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები