Aa
Aa

ბანეგა "სევილიაში" დაბრუნდა

ევერ ბანეგას ტრანსფერი „სევილიამ“ და „ინტერმა“ ოფიციალურად დაადასტურეს.

არგენტინელი ნახევარმცველი „სევილიაში“ ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა და მისი ტრანსფერი გუნდს 9 მილიონი ევრო დაუჯდა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ამერიკელმა გასულ ზაფხულს „სანჩეს პისხუანი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ბანეგა ანდალუსიურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს ხანში გაივლის და მასთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

28 წლის შუახაზელი „სევილიაში“ 2014-2016 წლებში თამაშობდა და მის რიგებში „ევროპა ლიგაზე“ ორჯერ მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები