Aa
Aa

Football-Italia: "იუვე" კოშტას ტრანსფერს დღეს გააოფიციალურებს!

Football-Italia-ს ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ დუგლას კოშტას ტრანსფერს დღეს გააოფიციალურებს.

იტალიელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტის პირობები გასულ კვირას შეათანხმეს, ხოლო ახლა „ბაიერნს“ სატრანსფერო ფასზე ელაპარაკებიან.

თავიდან „რეკორდმაისტერი“ 50 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა ბოლო მონაცემებით „ბებერმა ქალბატონმა“ გერმანელები 40 მილიონ ევროზე დაიყოლია.

აღსანიშნავია, რომ „იუვე“ გარიგების დასრულებისთანავე 35 მილიონ ევროს გადაიხდის, დარჩენილ 5 მილიონ ევროს კი ბონუსების სახით მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაფარავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები