ანჩელოტიმ შესაძლოა „მილანი“ ჩაიბაროს
Aa
Aa

ანჩელოტიმ შესაძლოა „მილანი“ ჩაიბაროს

დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს, ფილიპო ინძაგი „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

როგორც იტალიური გამოცემა „La Gazzetta dello Sport” იუწყება, უნაი ემერისთან ერთად, ინძაგის შესაძლო შემცვლელთა შორის კარლო ანჩელოტიც მოიაზრება. თავად ანჩელოტის „როსონერიში“ დაბრუნების სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს.

იტალიის ჩემპიონატის 36-ე ტურის შემდეგ „მილანი“ 46 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება მადრიდის „რეალს“, მიმდინარე სეზონი „სამეფი კლუბმაც“ ჩააგდო და კარლო ანჩელოტის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები