Aa
Aa

"მილანი" და ბელოტი კვლავ აქტუალურია - შეხვედრა ხვალ შედგება

იტალიური Sky-ს თქმით, „მილანის“ ხელმძღვანელები ანდრეა ბელოტის ტრანსფერის თაობაზე, „ტორინოს“ პრეზიდენტ ურბანო კაიროს ხვალ შეხვდებიან.

ბელოტის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, თუმცა ეს თანხა არაიტალიურ კლუბებზე ვრცელდება.

როგორც ცნობილი ხდება, „როსონერი“ ტურინელებისთვის 70 მილიონი ევროსა და მასთან ერთად ფეხბურთელების - იურაი კუცკასა და მბაიე ნიანგის შეთავაზებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ „ვილიარეალიდან“ მატეო მუსაჩიო და „ატალანტადან“ ფრანკ კესიე უკვე გაიფორმა, ხოლო „ვოლფსბურგიდან“ რიკარდო როდრიგესისა და „ლაციოდან“ ლუკას ბილიას დამატება, 99%-ით გადაწყვეტილი ტრანსფერებია.

როგორც გუშინ საღამოს დაიწერა, 25 წლის როდრიგესი "მილანში" სამედიცინო შემოწმებას დღეს ან ხვალ გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები