Aa
Aa

"იუვეს" ბერნარდესკის ტრანსფერში ბუფონი დაეხმარება...

ფლორენციის "ფიორენტინას" უნიჭიერეს შემტევ ფედერიკო ბერნარდესკის, მსურველები არ აკლია და მათგან ყველაზე აქტიური ტურინის "იუვენტუსია".

ტურინელები 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გამოდიან, რომელსაც "ჩემპიონთა ლიგის" ფინალის შემდეგ "ფიორენტინას" ოფიციალურად შესთავაზებენ.

საგულისხმოა, რომ "ბებერ ქალბატონს" ტრანსფერში ჯანლუიჯი ბუფონის იმედი აქვს.

"ჯიჯი" კარარეშია დაბადებული, იმავე ქალაქში, სადაც ბერნარდესკი დაიბადა და მას ახალგაზრდა მოთამაშის ოჯახთან ახლო ურთიერთობაც აკავშირებს.

მეორე მხრივ, იტალიურ პრესაში წერენ იმასაც, რომ "ფიორენტინა" თავის ლიდერს ხელფასის 2.5 მილიონამდე გაზრდას ჰპირდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

შეგახსენებთ, რომ ბერნარდესკის სამსახურით "პსჟ" და "ჩელსიც" არიან დაინტერესებულნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები