არსენ ვენგერმა „არსენალთან“ ხელი 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა
Aa
Aa

არსენ ვენგერმა „არსენალთან“ ხელი 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფრანგმა სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი კლუბის მფლობელ, სტენ კროენკესთან და აღმასრულებელ დირექტორ, ივან გაზიდისთან ერთად მოაწერა.

იმის შესახებ, რომ ვენგერი „არსენალში“ რჩებოდა, ცნობილი 30 მაისს გახდა. მანამდე კი მთელი კვირის განმავლობაში ვენგერის წასვლაზე უამრავი ადამიანი საუბრობდა. კლუბის მრავალი ფანი მიიჩნევდა, რომ „არსენალში“ მთავარი მწვრთნელის 21 წლიანი ისტორია დასასრულს უახლოვდებოდა.

გასულ სეზონში „არსენალმა“ პრემიერ ლიგის ოთხეულში გასვლა ვერ მოახერხა. ერთადერთი გათამაშება, რომელიც „მეთოფეებმა“ წელს მოიგეს, ინგლისის ასოციაციის თასია. ახალი სეზონიდან კლუბი ინგლისის მთავარ ჩემპიონატთან ერთად, „ევროპა ლიგის“ თასის მოგებას შეეცდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები