ტერ შტეგენმა
Aa
Aa

ტერ შტეგენმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

კატალონიური "ბარსელონას" 25 წლის მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.

მხარეებმა შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს, ხოლო კონტრაქტს ხელი გუშინ საღამოს მოეწერა.

როგორც "ბარსელონას" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, გერმანელის გამოსასყიდი თანხა 180 მილიონი ევრო იქნება.

ცოტა ხნის წინ "ბარსასთან" გრძელვადიანი კონტრაქტები ნეიმარმა, ლუის სუარესმა და ივან რაკიტიჩმაც გააფორმეს. ახლოსაა ამასთან ლიონელ მესიც, რომელსაც კლუბი ისეთ ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლითაც არგენტინელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

აღვნიშნოთ, რომ ამ მომენტისათვის ყველაზე მეტი ხელფასი, ჩინური "ჰებეის" არგენტინელ ვარსკვლავ ეზეკიელ ლავეცის აქვს. იგი წელიწადში 41 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები