SportItalia: მუსაჩიომ
Aa
Aa

SportItalia: მუსაჩიომ "მილანში" სამედიცინო შემოწმება გაიარა!

იტალიური პრესის კულუარული ინფორმაციით, მატეო მუსაჩიო დღეს დილით მილანში იმყოფებოდა და კლინიკა La Madonnina-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

"როსონერიმ" ეს ფაქტი საიდუმლოდ დატოვა, თუმცა SportItalia-ს ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა მუსაჩიოს ობიექტივში დაფიქსირება შეძლო.

იტალიურ პრესაში წერენ, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილია. "მილანი ფეხბურთელში 18 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო მუსაჩიოს ხელფასი წელიწადში 2.5 მილიონი ევრო იქნება.

არგენტინელი მცველი იტალიურ კლუბთან 4 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები