Aa
Aa

"პსჟ" ობამეიანგთან ახლოსაა!

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, "პსჟ" პიერ-ემერიკ ობამეიანგთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

ხუთშაბათს დაიწერა, რომ ფრანგების სპორტული დირექტორი, პატრიკ კლუივერტი, გერმანიაში იმყოფებოდა და ობამეიანგის წარმომადგენლებს პირადად შეხვდა. 

პარიზელები მზად არიან "დორტმუნდის" ვარსკვლავს წელიწადში 14 მილიონი ევრო გადაუხადონ, ხოლო ტრანსფერის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ჩამოდიან. 

დღეს დილით francefootball-მა დაწერა, რომ მხარეები შეთანხმების მიღწევასთან საკმაოდ ახლოს არიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები