ლა ლიგის პრეზიდენტი:
Aa
Aa

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია"!

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია, რომ მადრიდის "რეალის" გულშემატკივარია, ლიონელ მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს უწოდებს. 

"როგორც "რეალის" გულშემატკივარს, რა თქმა უნდა, მესის გოლებმა გული მატკინა, თუმცა ლა ლიგისთვის ეს კარგი იყო. 

ამ თამაშის შემხედვარე, შემიძლია ვთქვა, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია! თანაც მისი უკეთესი თამაშებიც მინახავს...

რაც შეეხება პიკესა და რამოსის ინციდენტს, ეს სპორტია, სადაც ემოციებს დიდი ადგილი უჭირავს. დარწმუნებული ვარ, ნაკრებში თამაშისას ისინი ყველაფერს დაივიწყებენ. ორივესადმი დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი". - განაცხადა ტებასმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები