ბეილი
Aa
Aa

ბეილი "კლასიკოში" ითამაშებს!

მადრიდის "რეალის" უელსელი შემტევი, გარეტ ბეილი, ტრავმის შემდეგ მოედანს "ბარსელონასთან" შეხვედრაში დაუბრუნდება. 

ბეილმა გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა და ექიმების თქმით, მას არანაირი პრობლემა აღარ აქვს და სათამაშოდ მზადაა. 

ბრიტანელმა ტრავმა გერმანიაში "ბაიერნთან" მატჩისას მიიღო, რის გამოც 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრა გამოტოვა. 

"რეალი" და "ბარსელონას", ლა ლიგის 33-ე ტურში, კვირას, 22:45 საათზე, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ითამაშებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები