ბუფონი:
Aa
Aa

ბუფონი: "მნიშვნელობა არ აქვს 1/2 ფინალში ვის შევხვდებით"

"იუვენტუსის" კაპიტანმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, "ბარსელონასთან" (0:0) შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"გახსოვთ, ალბათ, რომ 1/4 ფინალების წინ ვთქვი, რომ "ლესტერ სიტისთან" დაწყვილება არ მსურდა. 

იმიტომ არ მსურდა ინგლისურ გუნდთან შეხვედრა, რომ ჩემთვის სამწუხარო იქნებოდა ამ გუნდის ზღაპრის დასრულების ნახვა, თანაც მასში ჩემი წვლილიც იქნებოდა.

კარგია, რომ 1/4 ფინალში "ბარსელონას" შევხვდით. ჩვენ ამ ეტაპზე საკუთარი თავები დავტესტეთ და დიდი თავდაჯერებულობა შევიძინეთ.

ვინ არ მსურს 1/2 ფინალში? არ აქვს მნიშვნელობა ვის შევხვდებით". - განაცხადა ბუფონმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები