ნოიერისთვის სეზონი დასრულებულია!
Aa
Aa

ნოიერისთვის სეზონი დასრულებულია!

მიუნხენის ბაიერნის მეკარემ, მანუელ ნოიერმა, რეალის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ფეხი მოიტეხა.

ნოიერმა დაზიანება მატჩის 109-ე წუთზე რონალდოს მესამე გოლის დროს, სწორედ პორტუგალიელთან შეჯახებისას მიიღო და დარჩენილი დრო ტრავმით ითამაშა.

როგორც დღეს ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, 31 წლის მეკარეს რამდენიმე თვე გაუცდება და შესაძლოა ზაფხულში გასამართი კონფედერაციის თასიც გამოტოვოს. 

შეგახსენებთ, რომ "რეალმა" "ბაიერნი" დამატებულ დროში 4:2 დაამარცხა (2 მატჩის ჯამში 6:3) და "ჩემპიონთა ლიგის" ნახევარფინალში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები