ალეგრი:
Aa
Aa

ალეგრი: "ზუსტად ვიცით, როდის შევუტიოთ და როდის თავი დავიცვათ".

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, "ბარსელონასთან" მოახლებულ მატჩზე, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ ზუსტად ვიცით, როდის შევუტიოთ და როდის - თავი დავიცვათ. ტურინში ბევრი რამ გამოჩნდა, თუმცა, ვფიქრობ, დღეს ცოტა სხვაგვარი თამაში იქნება.

ჭკვიანურად და გააზრებულად უნდა ვითამაშოთ და ანგარიშს არანაირი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. დღესაც მოსაგებად უნდა ვითამაშოთ.

ტაქტიკას ალბათ შევცვლი, თუმცა ოდნავი ცვლილებები თუ იქნება. 

მეტოქეს 3 უმაღლესი კლასის შემტევი ჰყავს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ნახევარმცველებსა და მცველებს მათი განეიტრალება შეუძლიათ". - განაცხადა ალეგრიმ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები