რონალდუმ 100 გოლით ევროტურნირების ისტორია დაწერა
Aa
Aa

რონალდუმ 100 გოლით ევროტურნირების ისტორია დაწერა

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ევროტურნირებზე 100 გოლს მოუყარა თავი, რითაც გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 100 ბურთიან ნიშნულს მიაღწია. 

კრიშტიანუს შემდეგ, ვინც ამას მოახერხებს, წესით ლიონელ მესი უნდა იყოს, რომელსაც ამ მომენტისათვის 97 გოლი აქვს. 

ამ მხრივ სათქმელია, რომ რონალდუმ 100 გოლის გატანა 143 შეხვედრაში შეძლო, ხოლო მესის 97 ბურთის შესაგდებად 118 თამაში დასჭირდა. 

ამ ორი სუპერსტარის შემდეგ, მოქმედ ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩს (56) აქვს გატანილი, რომელსაც კარიმ ბენზემა (51) და კლას-იან ჰუნტელაარი მოყვებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები